Description
მოდელი: IPC2124SB-ADF28KMC-I0
კოდი: #01806
ბრენდი: UNIVIEW
გარანტია: 12 თვე
UNIVIEW -ს 4MP HD ჭკვიანი განათების და ხმოვანი გაფრთხილების Bullet ტიპის კამერა, 2,8მმ საფოკუსე მანძილით და ჩაშენებული მიკროფონით. კამერას გააჩნია ღამის ხედვის ინფრაწითელი განათება (IR), რომელიც უზრუნველყოფს დაბალი განათების შემთხვევაში ობიექტის დაკვირვების საშუალებას 30 მეტრის რადიუსში, კამერას ასევე გააჩნია ფერადი ღამის ხედვის რეჟიმი რომლის ჩართვა და გამორთვა შესაძლებელია პროგრამულად. კადრის ხარისხის გასაუმჯობესებლად კამერა იყენებს შემდეგ ტექნოლოგიებს: 2D/3D DNR (Digital Noise Reduction),BLC (Backlight compensation) და HLC (Highlight compensation). კამერაში შესაძლებელია SD ბარათის ჩაყენება ლოკალური ჩანაწერების გასაკეთებლად (მაქს.256G). მსგავსი ტიპის კამერები იდეალურია პერიმეტრის მონიტორინგისა და კონტროლისთვის.
კამერას გააჩნია შემდეგი ჭკვიანი ფუნქციების მხარდაჭერა:
შეჭრის გამოვლენა (Intrusion Detection)
ხაზის გადაკვეთა (Cross Line Detection)
მოძრაობის ამოცნობა (Motion detection)
სახის ამოცნობა (Face detection)
ხმის ამოცნობა (Audio detection)
გარდა ჭკვიანი ფუნქციებისა კამერა კლასიფიკაციას უკეთებს ობიექტს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ცრუ განგაშის სიგნალის გააქტიურებას, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს ფოთლების, ფრინველის ან განათების ცვალებადობის მიზეზით.
კამერის კვება შესაძლებელია როგორც POE (IEEE 802.3af 44.0–57.0 V), ასევე კვების ბლოკის გამოყენებით(12 V).
Reviews
There are no reviews yet.