სამუშაო საათები  ორშ‑პარ:  10:00‑18:00   შაბ: 11:00‑15:00   კვი:   დაკეტილია
დაგვირეკეთ:  +(0322) 27 57 74

სტანდარტები, ტექნოლოგიები და მათი განმარტებები.

Mazeri.ge > Our news > Uncategorized > სტანდარტები, ტექნოლოგიები და მათი განმარტებები.
სტანდარტები, ტექნოლოგიები და მათი განმარტებები.

2G – GSM – გლობალური ციფრული სტანდარტი მობილური კავშირგაბმულობისათვის, რომელიც უზრუნველყოფს კავშირს ორ მობილურ მოწყობილობას შორის.

GPRS – General Packet Radio Service – მეორე თაობის ქსელში, SIM ბარათის საშუალებით მობილური მოწყობილობებში გამოყენებული ინტერნეტი

EGPRS/EDGE – Enhanced Data rules for Global Evvolution – GPRS ტექნოლოგიის გაუმჯობესებული ვარინტი (473,6 კბ/წ)

3G – HSPA – მესამე თაობის ქსელი, მაღალ სიჩქარიანი მობილური ინტერნეტი და გაუმჯობესებული კავშირი აბონენტებს შორის

HSDPA/HSUPA – მესამე თაობის მობილური ინტერნეტი

4G  LTE – მეოთხე თაობის ინტერნეტი (დაახლოებით 10 ჯერ  ჩქარი მობილური ინტერნეტი მესამე თაობასთან შედარებით, სიჩქარე მერყეობს 150 მბ/წ-დან 600 მბ/წ-მდე)

Cat. – მეოთხე თაობის კლასის განმსაზღვრელი მაჩვენებელი, რაც უფრო მეტია რიცხვის მაჩვენებელი Cat-ის შემდეგ უფრო მაღალი კლასის არის მეოთხე თაობის ინტერნეტი, რაც თავისთავად ნიშნავს რომ სმარტფონს ექნება მაღალი ჩამოტვირთვის სიჩქარე

UI – User Interface – სამომხმარებლო ინტერფეისი

IMEI – International Mobile Equipment Identity – მობილური ტელეფონის საერთაშორისო იდენთიფიკატორი, რომელიც აქვს ყველა ტელეფონს, ძირითადად ელემენტის ქვეშ, აგრეთვე ყუთზე, ტელეფონში იმეის ნახვა  შესაძლებელია *#06# კომბინაციის  აკრეფვით

HTML(5) – პროგრამირების ენა, რომლის დახმარებითაც სმარტფონებში ინტერნეტ საიტებს ისევე ვნახავთ, დავათვალიერებთ, როგორც ამას ვხედავთ კომპიუტერის (დიდ ეკრანებზე) ეკრანზე

Li-Ion – ლითიუმ იონი, ელემენტის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც გამოირჩევა ნაკლები წონით და მუშაობის ხანგრძლივობით

Li-Po – ელემენტის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც შესაძლებელია დამზადდეს ნებისმიერი ფორმის, ასევე შეუძლია დიდი ენერგიის აკუმულირება (mAh), ასევე ტემპერატურისა და ტენიანობის მცირედი ცვლილება არ იწვევს ელემენტის რესურსის მკვეთრ შემცირებას და სწრაფ გახარჯვას

mAh – მილიამპერი საათში, ელემენტის სიმძლავრის საზომი ერთეული

ლაპარაკის რეჟიმი – ელემენტის მაქსიმალური ხანგძლივობა, როდესაც მობილური ტელეფონით საუბრობთ (განსხვავებული მაჩვენებელია მეორე და მესამე თაობის ქსელებში მუშაობის დროს)

ლოდინის რეჟიმი – ელემენტის მუშაობის მაქსიმალური ხანგძლივობა, როდესაც მობილურ ტელეფონს არ ვიყენებთ

OLED – პანელის ტიპი, რომელიც ხასიათდება მსუბუქი წონით, თხელი ზომებით (ვიდრე LED), ნათელი და მკვეთრი ფერებით, ამასთან ერთად მისი წარმოება არ მოითხოვს დიდ დანახარჯებს და მოიხმარს ნაკლებ ელექტრო-ენერგიას ვიდრე LED ტექნოლოგიის მქონე მოწყობილობები

AMOLED – Active-matrix organic light-emelling diode – აქტიური მატრიცა ორგანული შუქდიოდების ბაზაზე. ტექნოლოგია ტრადიციული LCD ეკრანებთან შედარებით, ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, არის თხელი, გაუმჯობესებულია ფერების გადაცემა და კონტრასტულობა,

TFT – Thin Film Transistor – LCD ეკრანების ერთ-ერთი ტიპი

Monochrome – სიტყვა-სიტყვით “ერთი ფერი”. ეკრანები, რომელთაც აქვთ მხოლოდ თეთრი და შავი ფერი

სისტემური ჩიპი – სმარტფონების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ძირითადი შემადგენილი კომპონენტი, რომელიც ითავსებს მოწყობილობაში გამოყენებული ყველა ტექნოლოგიასა და შემადგენელ კომპონენტს. ცნობილია შემდეგი სისტემური ჩიპები: Snapdragon, Exynos, Apple A, Nvidia, MediaTek

AdrenoMali, PowerVR – სმარტფონებში გამოყენებული გრაფიკული პროცესორები

KraitCortex, Scorpion – ცენტრალური პროცესორები სმარტფონებში

LPDDR – სმარტფონებში გამოყენებული ოპერატიული მეხსიერების ტიპი დღეისათვის ცნობილია: LPDDR, LPDDR2, LPDDR3, LPDDR4

FPS – Frame Per Second -კადრების რაოდენობა ერთ წამში, რაც უფრო მეტია ეს მაჩვენებელი, მით უფრო დახვეწილი და სრულყოფილია გამოსახულება

Dropbox – უფასო აპლიკაცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ Android-ის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე სმარტფონებში გქონდეთ თქვენი ვირტუალური სივრცე/მეხსირება, სადაც  შეგეძლებათ ატვირთოთ და უსაფრთხოების მიზნით შეინახოთ სურათები, მუსკები, კონტაქტები (საჭიროების შემთხვევაში აღადგინოთ/ჩამოტვირთოთ მობილურში)

Dual Shot – სმარტფონებში კამერით გადაღების ფუნქცია, რომელიც საშუალებას გვაძლევს სურათი გადაიღოს კორპუსზე არსებულმა ორივე კამერამ ერთდროულად

ინჩი – სიგრძის ზომის საზომი ერთეული, რომლის საშუალებითაც იზომება ეკრანის სიგრძე დიაგონალზეე (დიუმი = 2.54 სმ)

65K, 256K, 16M – ფერების რაოდენობა აღმნიშვნელები ანოტაციებში  (K = 1000; M = 1 000 000)

ეკრანის გარჩევადობები -მოცემული განისაზღვრება პიქსელების ნამრავლით, ისევე როგორც მართკუთხედის ფართობი. ჰორიზანტალურად პიქსელების რაოდენობა მრავლდება ვერტიკალურად პიქსელების რაოდენობაზე, მაგალითად: VGA- 640×480, HD – 1366×768, HD+ – 1600×900, Full HD – 1920×1080, QHD – 2450×1440, 4K – 3840 x 2160. რაც უფრო მეტია ნამრავლი გამოსახულება შესაბამისად უკეთესია.

144p, 480p, 720p 1080p, 2160p – ვიდეო სიგნალის გარჩევადობა

Dual Video Call – ვიდეო ზარის განხორციელების საშუალება, რომელიც ვიდეო ტრანსლაციისას იყენებს მობილური ტელეფონის ორივე კამერას (ხედავთ მოსაუბრესაც და იმასაც რისკენაც მიმართულია მეორე კამერის ობიექტივი)

დიაფრაგმის ზომა – დიაფრაგმა არის სმარტფონებში ის ადგილი, სადაც შედის სინათლის სხივები, რაც უფრო პატარაა მაჩვენებელი (აღინიშნება სიმბოლო f/-ით) უფრო კარგად იღებს სურათს მოწყობილობა იმ დროსაც კი, როდესაც არასაკმარისი განათებაა (არ იქნება ხარვეზი როგორიც არის ელექტრონული შუმი სურათზე).

სიმბოლო µm – მოცემული სიმბოლო განსაზღვრავს მობილურ ტელეფონებში კამერების სენსორის ზომას

Pressure ღილაკი – ცენტრალური, Home, ღილაკი, რომელიც რეაგირებას დაჭერაზე. მსგავსი ტიპის თანამედროვე ღილაკები აღარ იყენებენ ზამბარას ღილაკის ქვეშ.

Multi-touch – სენსორული ეკრანის ტექნოლოგია, რომელიც რამდენიმე თითის ერთდროულად შეხებას აღიქვამს

Accelerometer  -სენსორი, რომელიც ეკრანის გამოსახულებას ატრიალებს ვერტიკალური გამოსახულების ჩვენებიდან ჰორიზონტალურისკენ

Gyro – სენსორი, რომელიც 3 განზომილებიან აპლიკაციებში ეკრანის გამოსახულებას ატრიალებს ვერტიკალური გამოსახულების ჩვენებიდან ჰორიზონტალურისკენ

Proximity – სენსორი, რომელიც თიშავს ეკრანს როდესაც ზარს ვიღებთ/ვახორციელებთ. აღნიშნული აღიქვამს ზედაპირთან მიახლოებას (ყურმილის ყურზე მიდება), რის შემდეგაც ეკრანი ქვრება ენერგიის დაზოგვის მიზნით

Compass – სმარტფონებში ციფრული კომპასი, მუშაობისთვის იყენებს სენსორს სახელად Magnetometer. იყენებს დედამიწის მაგნიტურ ველს

3D Force Touch Display – ეკრანზე გამოყენებულია ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა თითოეულ აპლიკაციის პიქტოგრამასთან შეგვეძლოს ინდივიდუალური ინტერაქცია

Barometer – სენსორი, რომელიც განსაზღვრავს ზღვის დონიდან სიმაღლეს და ატმოსფერულ წნევას

Humidity – სენსორი, რომელიც ითვლის ტემპერატურისა და ტენინობის მაჩვენებელს

Gesture – სენსორი, რომელიც საშუალებას იძლევა სმარტფონები ვმართოთ ხელის შეხების გარეშე –  ჟესტებითა და მიმიკებით

Light Sensor – სენსორი, რომელიც ითვლის სინათლის სიმძლავრეს

Iris Scanner – სენსორი, რომელიც ასკანერებს თვალის „ანაბეჭდს” და მისი გამოყენება შესაძლებელია მოწყობილობის კოდირებისთვის

Heart Rate Sensor – სენსორი, რომელიც ითვლის გულის ცემის სიხშირეს

UV Sensor–  სენსორი, რომელიც ითვლის ულტრაიისფერი სხივების მაჩვენებელს, შესაძლებელია განვსაზღვროთ თუ რამდენად უსაფრთხოა მზიან ამინდში გასვლა

SpO2 – სენსორი, რომელიც ზომას ორგანიზმში ჟანგბადის დონეს

Gravity Sensor–  სენსორი, რომელიც სამ განზომილებაში მუშაობის/თამაშის საშუალებას გვაძლევს, მოწყობილობა აღიქვამს კორპუსის მოძრაობებს, როგორც ბრძანებებს

Finger Print Sensor – ტექნოლოგია, რომელიც წარმოადგენს უსაფრთხოების სისტემას სმარტფონებისთვის. მუშაობის პრინციპი მარტივია, მომხმარებელი იყენებს თითის ანაბეჭდს კოდირებისთვის

Ambient light sensor – სენსორი, რომლის საშუალებითაც რეგულირდება მობილური ტელეფონის განათება, ეს ხელს უწყობს მობილური ტელეფონის ხედვის ოპტიმიზაციას იმის პარალელურად რომ ზოგავს ენერგიის მოხმარებას

Hall Sensor – სენსორი, რომელიც აღიქვამს გადაადგილებას, შესაძლებელია სენსორის დახმარებით დავითვალოთ ნაბიჯების რაოდენობა, განვლილი მანძილი, გადაადგილების სიჩქარე

Capacitive Touchscreen – მოცულობითი სენსორი, რომელიც ბრძანებას აღიქვამს მსუბუქი შეხებითაც, ტექნოლოგია მუშაობს ელექტრონული იმპულსებითა და სითბოს აღქმის სენსორით

Resistive Touchscreen – რეზისტიური სენსორი, რომელიც ბრძანებებს აღიქვამს ეკრანზე დაწოლის დროს გამოყენებული წნევის მიხედვით

Handwriting Recognition – სენსორი, რომელიც აღიქვამს ე.წ. „კალამს”

Anypen – ეკრანზე არსებული სენსორი, რომელიც აღიქვამს ნებისმიერ კალამს

MP Mega Pixel – 1 მილიონი პიქსელი

FLIR კამერა – თერმული ხედვის კამერა, რომელიც საშუალებას იძლევა დავინახოთ ნებისმიერი ობიექტი, რომელიც სითბოს გამოჰყოფს აბსოლუტურ სიბნელეშიც

Slow-Mo – კამერის ფუნქცია გადაიღოს ვიდეო შენელებული კადრების ეფექტით (120, 240 კადრი წამში)

Time-Lapse, Hyper-Lapse – კამერის ფუნქცია გადაიღოს ვიდეო აჩქარებული კადრების ეფექტით

Dual Pixel – ტექნოლოგია, რომელიც გულისხმობს იმას, რომ მატრიცაზე არსებული პიქსელები 100%-ით ფოკუსირდებიან გადასაღებ ობიექტზე

TV out – ეს არის ტექნოლოგია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სმარტფონიდან სიგნალი გადავიტანოთ ტელევიზორის ეკრანზე

QuickCharge 2.0 – სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგია, სმარტფონი იმუხტება 60%-მდე დაახლოებით 30 წუთში. ასევე, ცნობილია Quick Charge 3.0, რომელიც 40%-ით ჩქარა დამუხტავს მოწყობილობას ვიდრე ამას აკეთებდა მისი წინამორბედი

Doze – აპლიკაცია, რომელიც ამცირებს ენერგიის ხარჯს მოლოდინის რეჟიმში, მიუხედავად იმისა რომ ჩართული იქნება Wi-Fi, Bluetooth და სხვა ინფორმაციის გამგზავნი საშუალებები (აპლიკაცია მუშაობს შემდეგი პრინციპით, როდესაც მობილური დაბლოკილია, მიუხედავად იმისა რომ Wi-Fi აქტიურია, იგი არ იყენებს Wi-Fi მოდულს აქტიურად და მუდმივად არ იღებს და აგზავნის ინტერნეტ პაკეტს, რაც თავისთავად განაპირობებს ელემენტისთვის ენერგიის დაზოგვას

MIL-STD-810G – სამხედრო სტანდარტი, რომელი მოიცავს შემდეგი მოვლებისგან თუ საშუალებებისგან დაცვას: მარილი, მტვერი, ტენიანობა, წვიმა, ვიბრაცია, მზის რადიაცია, ტრანსპორტირება და თერმული შოკზე რესისტენტულობა

Split View – ფუნქცია, რომელიც საშუალებას იძლევა ორ ფანჯარაში ერთდროულად ვიმუშავოთ (ერთი ეკრანი ვაქციოთ ორ დამოუკიდებელ ეკრანად)

A2DP – Advanced Audio Distribution Profile-ტექნოლოგია, რომელიც გვაძლევს საშუალებას, მოვუსმინოთ მაღალი ხარისხის სტერეო ჟღერადობის მუსიკებს Bluetooth გარნიტურის საშუალებით.

GPS – Global Positiong System – დედამიწაზე ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი გლობალური სანავიგაციო სისტემა

A-GPS – Assisted GPS – ესაა GPS მიმღების ფუნქცია, რომელიც უზრუნველყოფს GPS სიგნალის გაძლიერებას, როდესაც სიგნალი სუსტია

Geo-tagging – ფუნქცია, რომლის საშუალებითაც გადაღებულ სურათზე მითითებული იქნება სურათის გადაღების ადგილმდებარეობა

Face/smile Detection – ფოტო გადაღებისას ღიმილისა და სახის ამოცნობის ფუნქცია

Auto Focus – ავტომატური ფოკუსირება კამერით გადაღებისას, ფოკუსი ავტომატურად სწორდება ყველა ობიექტზე გარდა თეთრი ფერის საგნებისა

Hybrid Zoom – სურათის გადაღების დროს გადასაღები ობიექტის ახლოს მოტანა ისე რომ არ დაიკარგება სურათის ხარისხი (6 ჯერ Zoom-ის შემთხვევაშიც)

Simulated Bokeh ეფექტი – კამერის ფუნქცია, გამოიყენოს ეფექტი, რომელიც blur-ით ფარავს უკანა ხედს (ფონს), ხოლო ობიექტზე, რომელიც ფოკუსირებულია კამერა, გამოჩნდება მკვეთრად

Panorama – კამერის გადაღების ფუნქცია, რომელიც საშუალებას იძლევა გადავიღოთ 180 და 360 გრადუსით ხედები

Touch Focus – ფოკუსირების შესაძლებლობა სენსორით

Smart Glow – სმარტფონის ჩარჩო, რომლის ცენტრშიც მოთავსებულია კამერა, ანათებს სხვადასხვა ფერით

S bike Mode – რეჟიმი, როდესაც მობილური ტელეფონი ხმოვან სიგნალს არ გაწვდით არანაირი ზარისა თუ შეტყობინების შესახებ, გარდა ამისა როდესაც ეს რეჟიმი აქტიურია ისინი ვინც უკავშირდებიან აბონენტს მათ პასუხობს სმარტფონი რობოტის ხმით და აცნობებს რომ ამ ეტაპზე ვერ ახერხებთ პასუხის გაცემას

ANT+ – ტექნოლოგია, რომელიც უკაბელო კავშირს ამყარებს მომწოდებლების სერვისებთან და სერვერებთან, რათა მათთან გაცვალოს ინფორმაცია სხვადასხვა სენსორის მონიტორინგის შედეგებთან დაკავშირებით (როგორიც არის გულის ცემის სენსორი, UV სენსორი, სინათლის სიკაშკაშე, ფიტნესი, ჯანმრთელობაზე ზრუნვის აპლიკაციები და ა.შ.)

USB Host – USB-ის ტიპი, რომელიც საშუალებას იძლევა დავაკავშიროთ ერთი მოწყობილობა მეორეს და შევძლოთ ფაილების გადატანა (ამ შემთხვევაში საუბარია, მობილურის დაკავშირება მობილურთან, მობილურის დაკავშირება ტაბლეტთან და ა.შ.)

Gorila Glass – ეკრანებზე გამოყენებული დამცავი მინა, რომელიც იცავს მოწყობილობის ეკრანს დაკაწვრისგან, დახაზვისგან და დავარდნის შემთხვევაში სავარაუდო დაზიანებისგან. ამ დროისთვის ცნობილია Gorilla Glass 5

Scratch-resistant glass – დაკაწვრისგან დაცული ეკრანი

oleophobic coating – ეკრანზე გადაკრული სპეციალური საფარი, რომელიც სმარტფონის ეკრანს იცავს სითხის ზედაპირზე გათხაპვნისგან

SIM ბარათი – არსებობს Mini-SIM, Micro-SIM, Nano-SIM ბარათები (ზომით მცირდება მარცხნიდან მარჯვნისკენ)

PPI Pixel Per Inch – პიქსელების რაოდენობის მაჩვენებელი ერთ ინჩზე (რაც უფრო მეტია ეს მაჩვენებელი ეკრანზე გამოსახულება უფრო სუფთა და დეტალურია)

WiFi-Direct – ორი მოწყობილობის უკაბელოდ დაკავშირების ტექნოლოგია, Wi-Fi-ის დახმარებით (ორივე მოწყობილობა უნდა იყოს ჩართული ერთსა და იმავე უკაბელო ქსელში)

Hi-Fi – გაუბჯობესებული Stereo ჟღერადობა

Wi-Fi Hotspot – ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა მობილური ტელეფონი გამოვიყენოთ როგორც უკაბელო როუტერი

Bluetooth – მოწყობილობებს შორის ინფორმაციის გაგზავნის უნივერსალური საშუალება, დღეს გვხვდება რამდენიმე ვერსია, ესენია: 2.1, 3.0, 4.0, 4.1, 4.2, 5.0 ისინი ერთმანეთისგან გასხნვავდებიან, სიჩქარით, ინფორმაციის გაგზავნის მანძილით, გადასაგზავნი ინფორმაციის ტევადობით, სტაბილური მუშაობით და უსაფრთხოებით (თანმიმდევრობა 2.1-დან 5.0-მდე)

Bluetooth LE – “Lower Energy” დაბალი ენერგიის მოხმარების მქონე Bluetooth

Bluetooth aptX – ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა აუდიო ფაილები გავაგზავნოთ უკაბელოდ და შევძლოთ მათი მოსმენაც

HDR – გადაღებულ სურათზე ნაჩვენები იქნება რეალისტური სცენა, როგორც სცენის ბნელი წერტილები ასევე განათებული ადგილებიც (თითოეული ეფექტი დამუშავდება იმის მიხედვით თუ როგორი განათებაა, ნაკლებად განათებული წერტილები გადმოიცემა ისე როგორც არის რეალურად გარემოში)

Android OS – ოპერაციული სისტემა სმარტფონებისთვის. შექმნილია კომპანია Android-ის (ამჟამად ეკუთვნის Google-ს) მიერ,  Android-ის თანამედროვე ვერსიები : Jelly Bean(4.1-4.3), Kit-Kat (4.4), Lollipop (5.0), Marshmallow (6.0), Nougat (7.0)

S Voice – ხელოვნური ინტელექტის მქონე მოკარნახე, რომელიც გვპასუხობს კითხვებზე, რეაგირებს ხმით მიცემულ ბრძანებებზე, გვეხმარება ინტერფეისში ნავიგაციაზე

iOS – კომპანია Apple-ის ოპერაციულისისტემა

Siri – ხელოვნური ინტელექტის მქონე მოკარნახე, რომელიც გვპასუხობს კითხვებზე, რეაგირებს ხმით მიცემულ ბრძანებებზე, გვეხმარება ინტერფეისში ნავიგაციაზე

BixBy – ხელოვნური ინტელექტის მქონე ასისტენტი, მისი უმთავრესი ფუნქციაა შეუქმნას კომფორტი მომხმარებელს და დაეხმაროს მას ხმოვანი ბრძანებებით მიღებული მითითებების შესრულებით. მოცემულ ასისტენტში ერთიანდება ასევე, ფუნქცია კამერით (გარკვეულ საგნებზე) გადაღებული სურათების შესაბამისად მოიძიოს მათზე (სურათზე ნაჩვენები ნივთი) ინფორმაცია ინტერნეტში და მიაწოდოს მომხმარებელს

IconX – უკაბელო ყურსასმენი, რომლითაც შესაძლებელია მუსიკის მოსმენა, შემოსულ ზარზე პასუხის გაცემა. ყურსასმენი წყალგაუმტარია და კავშირისთვის იყენებს Bluetooth ტექნოლოგიას, ასევე შესაძლებელია მისი დამოუკიდებლად მუშაობა

Super MCharge – ტექნოლოგია, რომელიც სწრაფად დამუხტავს სმარტფონს. ელემენტის 100%-მდე დასამუხტად ესაჭიროება დაახლოებით 20 წუთი (60%-მდე იმუხტება 10 წუთში)

Gorilla Glass 5 – 80%-მდე ალბათობა რომ დაცული იქნება მყარ ზედაპირზე დაცემისას, ვარდნის სიმაღლე 1.6 მეტრი, ოთხჯერ მეტად დაცული ვიდრე მისი წინამორბედების შემთხვევაში

IPS-NEO – ნატურალი შავი ფერის ჩვენება ეკრანზე ხედვის კუთხის გაზრდის შემთხვევაშიც

OTG – „On-The-Go” USB პორტი

iCloud – აპლიკაცია, რომელიც შეიმუშავა კომპანია Apple-მა, ამ მომსახურების საშუალებით თქვენ შეძლებთ ვირტუალურ მეხსიერებაში (5GB) შეინახოთ აუდიო, ვიდეო ფაილები, გადაღებული სურათები, შექმნილი დოკუმენტები, აპლიკაციები, რომლებსაც ნებისმიერ დროს დაიბრუნებთ ისევ სმარტფონში

iTunes – ციფრული მედია დამკვრელი, რომელიც შეიმუშავა კომპანია Apple-მა, მისი გამოყენებით შესაძლებელია კომპანიის წარმოებული პროდუქცია დაუკავშიროთ პერსონალურ კომპიუტერს, ასევე აკონტროლოთ და მონიტორინგი გაუწიოთ თქვენს აუდიო, ვიდეო ფაილებს (დაამატოთ და შეიძინოთ ახალი ფაილები iTunes Store-ზე)

Retina Display – კომპანია Apple-ის მიერ შემუშავებული ტექნოლოგია, რომელიც გულისხმობს ერთ ინჩზე პიქსელების მაღალ სიმჭიდროვეს (326 პიქსელი ერთ ინჩზე)

NFC – უკაბელოდ ინფორმაციის გადაცემის შესაძლებლობა, Bluetooth-ისგან განსხვავებით, მოიხმარს ცოტა ელექტროენერგიას და არ საჭიროებს კავშირის დროს აბონენტების მისამართებს, ინფორმაცია გადადის სმარტფონების ერთმანეთზე შეხებით (გადააქვს შემდეგი სახის ინფორმაცია: კონტაქტი, YOUTUBE-ის ლინკი, სურათები)

Ultra Pixel – კომპანია HTC-ის მიერ სმარტფონების კამერებში გამოყენებული ტექნოლოგია, რომელიც თანამედროვე CMOS სენსორი, ISP და ოპტიკური ლინზებით არის აღჭურვილი

Laser Auto Focus– ავტომატური ფოკუსის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი სისტემა, რომელიც ობიექტზე ან სუბიექტზე ფოკუსირდება 0.276 წამში

LCD2(5)  – ე.წ. Super LCD ეკრანები, რომლებიც იყენებენ ნაკლებ ელექტო ენერგიას (ვიდრე LCD), ასევე გაუმჯობესებულია ხედვის შესაძლებლობა სახლის გარეთ, მზის სინათლეზე.  ახალი ტექნოლოგიის საშუალებით შემცირებულია მანძილი კორპუსსა და LCD ეკრანს შორის, რის გამოც მობილური ტელეფონები შედარებით თხელია

Always on Display – ფუნქცია, რომლის საშუალებითაც მაჩვენებლები როგორებიც არის: დრო, თარიღი, ელემენტის არსებული რესურსი ეკრანზე მუდმივად ანთებულია (ბლოკის მოხსნის გარეშე)

IR Blaster – ე.წ. „ინფრა წითელი” ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას მოგცემთ (თანამედროვე მობილურ ტელეფონებში) მართოთ სხვადასხვა მოწყობილობები სმარტფონით (როგორიც არის ტელევიზორი, სახლის კინოთეატრი, DVD წამკითხველი და ა.შ.)

SAMSUNG Pay, Apple Pay – ტექნოლოგია, რომლის საშუალებითაც შეძლებთ ტერმინალზე განახორციელთ ტრანსაქცია სმარტფონით (ტექნოლოგია იყენებს NFC-ისა და, უმეტეს შემთხვევაში, თითის ანაბეჭდის სენსორს უსაფრთხოებისთვის)

Guest Zone – ფუნქცია, რომლის საშუალებითაც ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ რამდენიმე სამუშაო მაგიდა, სმარტფონის გამოყენება შეეძლება რამდენიმე ადამიანს, ისე რომ არ შეიცვალოს ან დაიკარგოს მფლობელის ინფორმაცია და კონფიგურაციები

Active noise cancellation – შიდა მიკროფონში გამოყენებული ტექნოლოგია, რომელიც ახშობს ყველა გარეშე ხმას და საშუალებას იძლევა, რომ ხმაურის პირობებშიც მოსაუბრემ გაიგონოს თქვენი საუბარი

Rear Key – კომპანია LG-ის მობილურ ტელეფონებში სპეციალური ღილაკი (დაბლოკვა, ხმის მაჩვენებლის მომატება/დაკლება) გადატანილია კორპუსის უკან

OIS – Optical Image Stabilizer – გამოსახულების ოპტიკური სტაბილოზაცია, კამერის ფუნქცია, რომელიც საშუალებას იძლევა მოძრაობის შემთხვევაშიც გადავიღოთ კარგი სურათი

KnockOn – ეკრანზე თითის ორჯერ დაჭერით მობილური ტელეფონის გააქტიურების ფუნქცია

QuickRemote – მობილური ტელეფონის ფუნქცია, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვმართოთ აღნიშნულით ყველა სხვა მოწყობილობა (შეათავსოს უნივერსალური პულტის ფუნქცია)

Audio Zoom – ფუნცია, რომლის გამოყენებითაც ჩვენ შევძლებთ ჩავიწეროთ კონკრეტული სუბიექტების (სხვა, ყველა, ირგვლივ არსებულ ხმაურს ახშობს) საუბარი გარკვეულ მანძილზე

Wireless Charging – მობილური ტელეფონის უკაბელოდ დამუხტვის შესაძლებლობა

Screen Mirroring – მობილური ტელეფონის ეკრანზე არსებული ინფორმაციის პირდაპირი (სარკისებური) გადატანა ტელევიზორის ეკრანზე

TouchWiz UI – სამომხმარებლო ინტერფეისი (UI), რომელსაც იყენებს კომპანია SAMSUNG თავის მობილურ ტელეფონებში

HTC Sense UI – სამომხმარებლო ინტერფეისი (UI), რომელსაც იყენებს კომპანია HTC თავის მობილურ ტელეფონებში

Emotion UI 4.1 – სამომხმარებლო ინტერფეისი (UI), რომელსაც იყენებს კომპანია HUAWEI თავის მობილურ ტელეფონებში

Dual Band უკაბელო როუტერის სიგნალებში – მოცემული ტექნოლოგია აღნიშნავს, რომ მოწყობილობას აქვს საშუალება იმუშავოს როგორც 2.4 Ghz-იან ასევე 5 Ghz-იან სიხშირეზე, თუ 2.4 სიხშირე გადატვირთული იქნება მიმართავს მეორე, უფრო მძლავრ 5 Ghz-იან სიხშირეს, რის გამოც უკაბელო ინტერნეტის მიწოდების სიგნალი უწყვეტი და მძლავრია

SkyDrive – აპლიკაცია მობილურ ტელეფონებში, ამ მომსახურების საშუალებით თქვენ შეძლებთ ვირტუალურ მეხსიერებაში შეინახოთ აუდიო, ვიდეო ფაილები, გადაღებული სურათები, შექმნილი დოკუმენტები, აპლიკაციები, რომლებსაც ნებისმიერ დროს დაიბრუნებთ ისევ სმარტფონში

Google Maps – კომპანია Google-ის მიერ შემუშავებული რუკების ერთობლიობა, რომლებიც გამოიყენება Android-ის ოპერაციულ სისტემაზე სმარტფონებში (წარმოდგენილია 200-ზე მეტი ქვეყანა, 800-ზე მეტ ქალაქში მისასვლელი გზა,ხმოვანი გიდი GPS-ის ნავიგაციისას, 100 მილიონზე მეტი სხვადასხვა ადგილი, უამრავი სხვადასხვა დაწესებულება)

Triluminos – კომპანია SONY-ის მიერ შემუშავებული ტექნოლოგია, რომელიც ზრდის ფერთა სიღრმეს. „ფერები, რომლებიც ცოცხლდება”, ამ სიტყვებით წარმოადგინა კომპანია SONY-მ მის მიერ შექმნილი ახალი ტექნოლოგია

Dust/Water Proof IP 68 სტანდარტი – წყალ და მტვერგამძლე კორპუსები, რომლებიც აღნიშნულის შეღწევისგან იცავენ მოწყობილობებს 1.5 მეტრის სიღრმეზე წყლის შემთხვევაში.მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ რომ ასეთი სახის ექსპლოატაციის პირობებში აუცილებელია დავიცვათ შემდეგი წესები: ყველა სარქველი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს დახურული და ტემპერატურის მაჩვენებელი შეესაბამებოდეს 15-35 გრადუსიან დიაპაზონს. მოწყობილობის წყალში გამოყენების დრო გახლავთ – 30 წუთი

Dust/Water Proof IP58 სტანდარტი – წყალ და მტვერგამძლე კორპუსები, რომლებიც დაცულები არიან წვიმაში მოხვედრისას წყლის წვეთების შეღწევადობისგან, ამ შემთხვევაშიც ყველა სარქველი უნდა იყოს დახურული

Java – არის პროგრამირების ენა, იგი შემუშავებულია კომპანია Sun Microsystems მიერ

ROM – სმარტფონის ძირითადი მეხსიერება

Dual SIM Dual Stand By – ორბარათიანი მობილური ტელეფონები, რომლებზეც ორივე ბარათი მოლოდინის რეჟიმში მუშაობს, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ საუბრობთ ერთ ბარათზე, მეორე ბარათზე შემოსული ზარზე ოპერატორი აცნობებს ზარის განმხორციელებელს რომ თქვენ დაკავებული ხართ

Dual SIM Shift – ორბარათიანი მობილური ტელეფონები, რომლებზეც ორივე ბარათი პასიურია, რაც გულისხმბოს იმას, რომ ორივე ბარათის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ცალ-ცალკე

Dual SIM Dual Active – ორბარათიანი მობილური ტელეფონები, რომლებზეც ორივე ბარათი აქტიურია, რაც გულისხმობს იმას, რომ ორივე ბარათზე შემოდის ზარი და შესაძლებელია ერთ ბარათზე საუბრის შემთხევევაში დროებით შევაჩეროთ საუბარი და ვუპასუხოთ მეორე ბარათზე შემოსულ ზარს

AirPlane Mode – რეჟიმი, რომელიც თიშავს ყველა სახის ინტერნეტ ან საკომუნიკაცო კავშირს, მაგრამ მოწყობილობა განაგრძობს ფუნქციონირებას

Bit, Byte, KB, MB, GB, TB – კომპიუტერულ ტექნიკაში, ინფორმაციის საზომი ერთეულები. 1 byte = 8 bit, 1 kb = 1024 byte, 1 MB = 1024 KB, 1 Gb = 1024 Mb, 1 TB = 1024 GB

Operation System – პროგრამა, რომლის საშუალებითაც მუშაობს კომპიუტერი, მან უნდა უზრუნველყოს კომპიუტერის შემადგენელი ყველა ნაწილის (ვიდეო დაფა, ოპერატიული მეხსიერება და ა.შ.) მართვა და მუშა მდგომარეობაში მოყვანა (ცნობილი ოპერაციული სისტემებია: Windows, Linux, MacOS)

Motherboard – დედა დაფა, კომპიუტერის მთავარი ნაწილი (ე.წ. „პლატა”), რომელზედაც დაშენებულია კომპიუტერის მუშაობისთვის საჭირო ყველა კომპონენტი

CPU – Central Processing Unit – დედა დაფაზე არსებული ნაწილი (მოთავსებულია სოკეტში – პროცესორის ჩასადები ბუდე), რომლის დანიშულებაა ინფორმაციის მიღება, დამუშავება და გადაცემა. მას ახასიათებენ ტაქტური სიხშირით (იზომება ჰერცებში Hz, Khz, Mhz, Ghz), რაც განსაზღვრავს მასში შესული ინფორმაცია რამდენად სწრაფად დამუშავდება. რაც უფრო სწრაფად ამუშავებს იგი მასში შესულ ინფორმაციას, მით უფრო სწრაფად მუშაობს კომპიუტერი.

U სერიის პროცესორები – ორბირთვიანი, ეკონომიური პროცესორები

K სერიის პროცესორები – მაღალი აჩქარების პოტენციალის მქონე პროცესორები, 4 ბირთვიანი

Core M პროცესორები – 2 ბირთვიანი, მინიმალური ენერგიის მოხმარების მქონე პროცესორები (4.5 ვატი), გაგრილების სისტემის გარეშე. მისი ამოცნობა შესაძლებელია თუ პროცესორის მოდელში ამოიკითხავთ Y სიმბოლოს

Hz -სიხშირის გამომსახველი ტერმინი, აღნიშნავს 1 წამში შესრულებულ ამოცანათა რიცხვს.რა სიხშირით ამუშავებს პროცესორი მასში შესულ ინფორმაციას

Socket – პროცესორის ჩასადები ბუდე, რომელიც ინტეგრირებულია დედადაფაზე

Turbo Boost – ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას აძლევს პროცესორებს აჩქარების საფუძველზე მიაღწიონ უფრო მეტ სიხშირეს

Hyper Threading – ტექნოლოგია, რომლის მიხედვითაც ერთ ფიზიკურ ბირთვში მიდის ორი ნაკადი. ტექნოლოგიის მიზანია კომპიუტერისთვის მიცემულმა ბრძანებებმა დროულად მიაღწიოს კომპიუტერის ბირთვებში დასამუშავებლად

Intel Real Sense – კომპანია Intel-ის ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა კომპიუტერში ჩაშენებულმა ან/და ცალკე არსებულმა ვიდეო კამერამ აღიქვას მის წინ არსებული სუბიექტის მოძრაობები და საშუალება მისცეს მას იმუშავოს შეხების გარეშე

Thermal Monitoring – პროცესორის ბირთვების ტემპერატურის კონტროლი, რათა არ გადახურდეს, დიდი დატვირთვის შემთხვევაში, პროცესორი

Sandy Bridge – 32 nm არქიტექტურის სახელწოდება კომპანია ინტელის პროცესორებში. წინა თაობის მოდელებთან შედარებით შეიცვალა შემდეგი მახასიათებლები: განახლებული ინტეგრირებული ვიდეო დაფები, მაღალი საბაზისო სიხშირე, მეტი აჩქარების პოტენციალი, შემცირდა ნანომეტრი, ნაკლები ენერგიის მოხმარება

Ivy Bridge – 22 nm არქიტექტურა კომპანია ინტელის პროცესორებში, წინა თაობის მოდელებთან შედარებით შეიცვალა შემდეგი მახასიათებლები: განახლებული ინტეგრირებული ვიდეო დაფები, მაღალი საბაზისო სიხშირე, მეტი აჩქარების პოტენციალი, შემცირდა ნანომეტრი, ნაკლები ენერგიის მოხმარება

Haswell – 22 nm არქიტექტურა კომპანია ინტელის პროცესორებში, წინა თაობის მოდელებთან შედარებით შეიცვალა შემდეგი მახასიათებლები: განახლებული ინტეგრირებული ვიდეო დაფები, მაღალი საბაზისო სიხშირე, მეტი აჩქარების პოტენციალი, ნაკლები ენერგიის მოხმარება

Broadwell – 14 nm არქიტექტურა კომპანია ინტელის პროცესორებში, წინა თაობის მოდელებთან შედარებით შეიცვალა შემდეგი მახასიათებლები: განახლებული ინტეგრირებული ვიდეო დაფები, მაღალი საბაზისო სიხშირე, მეტი აჩქარების პოტენციალი, შემცირდა ნანომეტრი, ნაკლები ენერგიის მოხმარება

Skylake – 14 nm არქიტექტურა კომპანია ინტელის პროცესორებში, წინა თაობის მოდელებთან შედარებით შეიცვალა შემდეგი მახასიათებლები: განახლებული ინტეგრირებული ვიდეო დაფები, მაღალი საბაზისო სიხშირე, მეტი აჩქარების პოტენციალი, ნაკლები ენერგიის მოხმარება

Kaby Lake – 14 nm არქიტექტურა კომპანია ინტელის პროცესორებში, წინა თაობის მოდელებთან შედარებით შეიცვალა შემდეგი მახასიათებლები: განახლებული ინტეგრირებული ვიდეო დაფები, მაღალი საბაზისო სიხშირე, მეტი აჩქარების პოტენციალი, ნაკლები ენერგიის მოხმარება

Celeron – პროცესორის მოდელი, რომელსაც აქვს მცირე ტევადობის მქონე ქეშმეხსიერება და ნაკლები რაოდენობის გამტარები, მას ძირითადად იყენებენ საოფისე სამუშაოების შესასრულებლად

Pentium – პროცესორის მოდელი, რომელიც 10%-ით უფრო ჩქარია ვიდრე Intel Celeron პროცესორები

i3, i5, i7-კომპანია „ინტელის” უახლესი და მძლავრი პროცესორები. ამ კლასიფიკაციის პროცესორებს, მოდელების მიხედვით შეიძლება ჰქონდეთ სხვადასხვა სახის მონაცემები (სიმძლავრე მოცემულია მარცხნიდან მარჯვნივ ზრდადობის მიხედვით)

AMD A4, A6, A8, A10, A12 – კომპანია AMD-ს საშუალო და მაღალი კლასის პროცესორები

ტრანსისტორები – იგივე გამტარები, რომელთაც გადააქვთ ინფორმაცია

Chipset – კომპიუტერის შემადგენელი ნაწილი, რომელმაც უნდა არეგულიროს ინფორმაციის მოძრაობა დედადაფაზე სხვადასხვა შემადგენელი ნაწილის მიმართულებით

FSB – Front Side Bus – მონაცემთა გამტარი სალტე (სპილენძის გამტარები დედა დაფაზე), რომლის საშუალებით ინფორმაცია მოძრაობს დედადაფაზე ერთი ნაწილიდან მეორე ნაწილის მიმართულებით

QPI – Quick Path Interconnect– FSB-ს თანამედროვე ვარიანტი, რომელიც გამოირჩევა მაღალი გამტარობით

RAM – ოპერატიული მეხსიერება, დროებითი მეხსიერება, სადაც ინფორმაცია ინახება დროებით, სანამ მას მიეწოდება ელექტროენერგია , კომპიუტერის ჩართვის შემდეგ ყველა ჩართული პროგრამა იკავებს გარკვეულ ტევადობას ოპერატიულ მეხსიერებაში, შესაბამისად რაც უფრო მეტია იგი უფრო მეტი და რთული პროგრამის გაშვებაა შესაძლებელი ერთდროულად (ცნობილია შემდეგი მოდულები: DDR, DDR2, DDR3 და DDR4)

SRAM – სტატიკური „ოპერატიული მეხსიერება”, რომელიც იყენებს 6 ტრანსისტორიან (გამტარი) მეხსიერების ელემენტს, რათა უფრო ჩქარა მიიღოს და გასცეს ინფორმაცია, ასევე მოიხმარს ნაკლებ ენერგიას და მისი წარმოება საკმაოდ ძვირი ჯდება

DRAM – დინამიკური „ოპერატიული მეხსიერება”, რომელიც აქტიურად გამოიყენება თანამედროვე კომპიუტერებში, იყენებს ტრანსისტორსა და კონდესატორის წყვილს, რათა დააბალანსოს „ელემენტის” არ ქონა (იხ. SRAM)

DIMM – Dual Inline Memory – DIMM-ს უწოდებენ დედადაფაზე არსებულ სპეციალურ სლოტს, სადაც თავსდება ოპერატიული მეხსიერება პერსონალური კომპიუტერების შემთხვევაში, ხოლო soDIMM ტიპის მოდულები განკუთვნილია ნოუთბუქებისთვის.

HDD – Hard Disc Drive -კომპიუტერის ძირითადი მეხსიერება, სადაც ინფორმაცია ინახება მანამ, სანამ არ წავშლით. არსებობს SATA, SATA II, SATA III ტიპის მყარი დისკები ისინი განსხვავდებიან ინფორმაციის გადაცემის სიჩქარით (150 mb/s, 300 mb/s, 600 mb/s) და დისკის ბრუნის მაჩვენებლით (RPM – ბრუნი/წუთში), გვხვდება 5400, 6200 და 7200 ბრუნი/წ

SSD- Solid State Drive – ინფორმაციის ძირითადი, ფლეშ დამგროვებელი, რომელიც HDD-სგან (მყარი დისკზე) განსხვავებით არ იყენებს დისკსა და ნემსს ინფორმაციის შენახვისთვის, ამის ნაცვლად SSD იყენებს მიკროჩიპებს. ასევე, SSD, უფრო საიმედო. მოიხმარს უფრო ნაკლებ ელექტრო ენერგიას, არ ხმაურობს, არ აქვს ვიბრაცია, არ საჭიროებს დეფრაგმენტაციას, უფრო მსუბუქია

SSHD – ძირითადი მეხსიერების ტიპი, რომელიც გამოირჩევა დიდი ტევადობით, SSD-სთან მიახლოვებული ჩაწერისა და წაკითხვის სიჩქარით, სტაბილური მუშაობით და ბოლოს გახსნილი და შემდეგ გათიშული აპლიკაციებზე სწრაფად წვდომით

წყლის გაგრილება – წყლის გაგრილების სისტემა ძირითადად მოიცავს: 2 მილს, თერმოპასტით სოკეტს, რადიატორს, 1 ან მეტ ქულერს რადიატორის გაგრილებისათვის (მუშაობის პრინციპი მარტივია, ქულერები აციებენ წყალს ხოლო ცივი წყალი მილის დახმარებით მიემართება სოკეტისკენ და აციებს პროცესორს)

Video Card -კომპიუტერის შემადგენელი ნაწილი, რომელიც შეიძლება იყოს ინტეგრირებული დედადაფაზე  ან არა-ინტეგრირებული. მისი დანიშნულებაა ეკრანზე ვიდეო სიგნალის მიწოდება. არაინტეგრირებული ვიდეო დაფები გამოიყენება რთული გრაფიკული სამუშაოებისთვის (ვიდეო თამაშები, გრაფიკული რედაქტორები), ხოლო ინტეგრირებული ვიდეო დაფები სახლისა (საკომუნიკაციო საშუალებები, სოციალური ქსელები, ფილმები, მუსიკები, ინტერნეტი) და ოფისის პირობებში გასართობად/სამუშაოდ

GPU – Graphic Processing Unit – გრაფიკული პროცესორი არის არა-ინტეგრირებული ვიდეო დაფის პროცესორი, რომელიც მოთავსებულია თავად ვიდეო დაფაზე.მისი დანიშნულებაა ვიდეო დაფის მეხსიერებიდან მიღებული ინფორმაციის გრაფიკულად დამუშავება, მის შემდგომში ეკრანზე გასაგზავნად

Bus Width – ვიდეო დაფის ლოკალური სალტე (გამოისახება Bit ერთეულებში), რომელიც ერთმანეთს აკავშირებს ვიდეო დაფის მეხსიერებასა და ვიდეო დაფის პროცესორს (გრაფიკული პროცესორი)

VRAM – ვიდეო დაფის ოპერატიული მეხსიერება, რომელიც ცნობილია როგორც GDDR აბრევიატურით. რაც უფრო მეტია ვიდეო დაფის ოპერატიული მეხსიერება, მით უფრო მაღალი რეზოლუციის მქონე ეკრანზე შეუძლია ვიდეო დაფას ვიდეო სიგნალის მიწოდება საუკეთესო დეტალიზაციით

PCI Express – დედადაფაზე არსებული უნივერსალური სლოტი (1X, 4X, 8X 16X) იგი განკუთვნილია თანამედროვე ვიდეო დაფის მოსათავსებლად, ასევე მის დაბალ სიჩქარიან სლოტებში (1X 4X 8X) შეიძლება მოთავსდეს ქსელის დაფა, მოდემი, ხმის დაფა და ა.შ.

DirectX-არის სააპლიკაციო პროგრამების კომპლექტი, რომელიც განსაკუთრებით გამოიყენება მულტიმედიასთან სამუშოად, ის იძლევა საშუალებას, რომ ჩაირთოს კომპიუტერული თამაშები, უახლეს ვერსიას წარმოადგენს Directx 12.0 და 12.1

FCAT – კადრების რაოდენობს ვარდნის შემთხვევაში (Frame) ტექნოლოგია აიძულებს  ვიდეო დაფის გრაფიკული პროცესორის აღადგინოს სტაბილური სიგნალის მიწოდება (ფიქსირებული კადრების რაოდენობა)

GPU Boost ტექნოლოგია – მოცემული ტექნოლოგიით შესაძლებელია გრაფიკული პროცესორის სიმძლავრის გაზრდა (Mhz)

Texture Fill Rate – მაჩვენებელი, რომელიც განსაზღვრავს თუ რამდენად სწრაფად ჩაიტვირთება ვირტუალური სამყაროს შემადგენელი დეტალები (გარემო, სახლები, გზები, ცა, ობიექტები და სუბიექტები, ასე შემდეგ) ვიდეო დაფის დახმარებით ვიდეო სიგნალი თქვენს ეკრანზე

Memory Bandwidth – მაჩვენებელი, რომელიც განსაზღვრავს გრაფიკული ინფორმაციის მოცულობას, რომლის დამუშავებაც შეუძლია ვიდეო დაფას დროის გარკვეულ პერიოდში

GeForce ShadowPlay – ვიდეო თამაშების მიმდინარე პროგრესის ჩაწერა და გაზიარება

Hairworks – კომპანია Nvidia-ს ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს ათასობით დინამიური და რეალისტური თმის წარმოჩენას ეკრანზე ტესელაციის საფუძველზე, თამაშის სამყაროს სხვადასხვა პერსონაჟების, ცხოველებისა და ქმნილებების

Tesselation – ვირტუალურ სამყაროში საგნების, ობიექტებისა და ფიგურების კომპიუტერის მიერ მათემატიკური გამოთვლების გზით მოზაიკურად დაყოფა

Surround – კომპანია Nvidia-ს ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა სისტემური ბლოკი დაუკავშირდეს 5 მონიტორის და ვიდეო სიგნალი გაშუქდეს 5 მონიტორს ისე როგორც ეს იქნებოდა ერთ მონიტორზე (გამოსახულება დაიყოფა ხუთ ნაწილად და დავინახავთ ხუთჯერ მეტს ვიდრე ამას შევძლებდით ერთი მონიტორის შემთხვევაში)

BatteryBoost – კომპანია Nvidia-ს მიერ შემუშავებული ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს ლეპტოპის 2 ჯერ მეტი ხნით ავტონომიურ კვებაზე მუშაობის შესაძლებლობას თამაშის დროსაც

Virtual Reality – ვირტუალური რეალობის 360 გრადუსით ნახვის შესაძლებლობა

Nintendo Switch – სათამაშო კონსოლი, რომელსაც აქვს რამდენიმე ფუნქცია, ესენია – ტელევიზორთან დაკავშირება, პორტატული ეკრანით თან წაღება და ნებისმიერ ადგილას გართობა, მეგობართან ერთად ვიდეო თამაშის ჩართვა, ასევე მოძრაობის და ჟესტების აღმქმელი სენსორები, რომელიც ფიზიკური აქტივობის საშუალებასაც იძლევიან (კომპლექტაცია მოიცავს, 2 ჯოი-კონს, 1 დოკს დასამუხტათ, თვითონ კონსოლს და ადაპტერებს დასაკავშირებლად)

VR მოწყობილობები – ყველაზე გავრცელებული ვირტუალური რეალობის მოწყობილობებია: Occulus Rift, HTC Vive, Playstation VR, Halo Lens, Galaxy VR

Augmented Reality – საგნების, ფიგურების, გარემოს, ამინდის, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საშუალებების ვირტუალურ რეალობაში პროექცია, სწავლის, გამოკვლევების ან უბრალოდ გართობის მიზნით

Intel HD Graphics – კომპანია ინტელის მიერ წარმოებული ინტეგრირებული ვიდეო დაფები

Anti-Aliasing – ეკრანზე გამოსახული ფიგურების ფორმების ზუსტი და სუფთა ჩვენება დეფექტების გარეშე. ცნობილია: TXAA, FXAA, MSAA

Nvidia DSR – Dynamic Super Resolution – მაღალი რეზოლუციის ჩვენების ხარისხის გადმოტანა დაბალი რეზოლუციის მქონე ეკრანზე (მაგალითად, 4K ხარისხის გადმოტანა Full HD რეზოლუციის მქონე მონიტორზე, ეკრანზე გამოსულ კადრში არსებული გამოსახულების შეკვეცის/შემცირების ხარჯზე)

Nvidia HBAO+ – Horizon Based Ambient Occlusion – ჩრდილების რეალისტური ჩვენება სხვადასხვა ზედაპირის მქონე ობიექტებზე (ჰორიზონტალური, ვერტიკალური, ჩაღუნული და ა.შ.)

Nvidia VXGI – Voxel Global Illumination – ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას გვაძლევს დავინახოთ ობიექტებზე სინათლის არეკვლა იმის მიხედვით თუ როგორი სიმძლავრის არის სინათლის წყარო და როგორ კუთხით ანათებს კონკრეტულ ობიექტს

3D Vision – ტექნოლოგია Nvidia-ს ვიდეო დაფებში, რომელიც საშუალებას იძლევა გამოვიყენოთ სამგანზომილებიანი სიგნალი ვიდეო თამაშების ჩართვისას (ასევე შექმნილია 3D Vision 2)

VSync – ტექნოლოგია ვიდეო დაფებში, რომელიც აიძულებს გაშვებულ გრაფიკულ პროგრამასა თუ ვიდეო თამაშს განაახლოს კადრი იმავე სიჩქარით, როგორი განახლების სიჩქარეც აქვს მონიტორს

Iris Graphics – კომპანია „ინტელის” მძლავრი ინტეგრირებული ვიდეო დაფები

Adaptive VSync – მისი წინამორბედისგან განსხვავებით (VSync), აღნიშნული ტექნოლოგია ავტომატურად ჩართავს/გამორთავს VSync-ს საჭიროების მიხედვით

G-Sync – ტექნოლოგია, რომელიც გახლავთ V-sync-ის მოდერნიზებული ვერსია, მისი უპირატესობებია: 240 Hz-ის მქონე მონიტორების მხარდაჭერა, ინფორმაციის სწრაფი გადაცემა და ბრძანებების ასახვა ეკრანზე (საჭიროებს DP პორტს), ფერების ფართო სპექტრი, ტექნოლოგია მუშაობს როგორც მთლიან ეკრანზე ასევე „დაპატარევებული ფანჯრის რეჟიმშიც”

PhysX – ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს მსხვრევის, კაუსტიკის, მტვრევის, წყლის არეკვლის, ნგრევის შედეგად წარმოქმნილი მტვერის, ნანგრევების, დეფორმირებული საგნების ეკრანზე ჩვენებას

CUDA – მოცემული ტექნოლოგიით შესაძლებელია გრაფიკულ პროცესორში იყოს მრავალი გამომთვლელი ბირთვი, რომელიც შეასრულებს მათემატიკურ გამოთვლებს, რათა საუკეთესო გამოსახულება მივიღოთ ეკრანზე (რაც უფრო მეტია CUDA ბირთვები, მეტია ვიდეო დაფის მუშაობის სიჩქარე რთული დეტალიზაციის მქონე აპლიკაციებთან მუშაობის დროს) ზოგავს ცენტრალური პროცესორის რესურსებს

SLI- Scalable Link Interface – ტექნოლოგია, რომლის მხარდაჭერაც შეიძლება ჰქონდეს ვიდეო დაფას, ასევე დედადაფას. SLI უზრუნველყოფს, ერთდროულად ორი ვიდეო დაფის მუშაობას დედადაფაზე

Nvidia Optimus – ტექნოლოგიის საშუალებით შესაძლებელია დედადაფაზე ერთდროულად იყოს როგორც ინტეგრირებული, ასევე არაინტეგრირებული ვიდეო დაფა (საჭიროების მიხედვით გადართოს ერთიდან და მეორეზე, რითაც დაზოგავს ენერგიის მოხმარებას)

პასკალი – მე-10 თაობის ვიდეო დაფებში გამოყენებული არქიტექტურა

მაქსველი – მე-9 თაობის ვიდეო დაფებში გამოყენებული არქიტექტურა

Steam Processing Units – კუდა ბირთვების ანოლოგი კომპანია AMD-ს ვიდეო დაფებში (გამომთვლელი ბირთვები, რათა დაიზოგოს ცენტრალური პროცესორის რესურსი და ვიდეო დაფამ დაამუშავოს მაღალი დეტალიზაციის მქონე ვიდეო გამოსახულებები)

Driver – სპეციალური პროგრამები, რომლებიც საშუალებას აძლევენ კომპიუტერს დაინახოს თავისივე შემადგენელი ნაწილები (ვიდეო დაფა, ხმა, ინტერნეტი) ასევე დაუკავშირდეს სხვა მოწყობილობებს,  მაგალითისთვის, პრინტერმა, რომ დაბეჭდოს, საჭიროა კომპიუტერიდან მიეთითოს ბრძანება «PRINT» ხოლო ბრძანების შესრულება დრაივერის გარეშე არ ხერხდება

Pixel – არის ეკრანის შემადგენელი უმცირესი ერთეული, იგივე მანათობელა წერტილი, ბევრი მანათობელა წერტილის ერთობლიობით შეიძლება მივიღოთ გამოსახულება, რაც მეტი იქნება მანათობელა წერტილების რაოდენობა, მით უფრო მაღალი ხარისხის გამოსახულებას მივიღებთ.

MS – ამ ერთეულით გამოისახება ეკრანზე კადრის დაყოვნების დრო

Power Sensor – ტექნოლოგია ფილიპსის მონიტორებში, რომლის მეშვეობითაც სენსორი გრძნობს როდესაც მის წინ ადამიანი ზის თუ არა და შესაბამისად ეკრანის სიკაშკაშე რეგულირდება

Ultra Bezel Design – მონიტორებში გამოყენებული დიზაინი, რომელიც გულისხმობს ეკრანსა და ჩარჩოს შორის მინიმალურ მანძილს

LCD TN – მონიტორებში, დაბალი ხედვის კუთხისა და დაბალი ფერთა დიაპაზონის მქონე ეკრანის ე.წ. „პანელი”

კონტრასტი – დინამიკური კონტრასტი და რაციონალური კონტრასტი, პირველი მიუთითებს ერთი ფერის ცვლილებას ყველაზე მუქიდან ყველაზე ღიამდე, ხოლო მეორე მიუთითებს ფერების ურთიერთზემოქმედებაზე (პირველი აღინიშნება როგორც 10,000,000:1-თან, ხოლო მეორე უმეტესწილად გვხვდება როგორც 1000:1-თან)

IPS- In-Plane Switching technology – ტექნოლოგია შექმნილია კომპანია Hitachi-ს მიერ 1996 წელს, მონიტორების TN მატრიცის დაბალი ხედვის კუთხის და დაბალი ხარისხის ფერების გაუმჯობესების მიზნით. სხვა მატრიცებისგან განსხვავებით IPS გამოირჩევა უმაღლესი ხედვის კუთხით „178 გრადუსი / 178 გრადუსი” და ფერთა მაღალი დიაპაზონით

Battary – ელექტროენერგიის შემნახველი, Li -Ion და Li-Polymer-ის ტიპის (ყველაზე გავრცელებულია ელემენტის ეს ორი ტიპი) ელემენტები. მათი სიმძლავრე განისაზღვრება mAh-ით (მილიამპერი საათში)

LAN – Local Area Network– ლოკალური ქსელი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია რამდენიმე კომპიუტერის ერთმანეთთან დაკავშირება ან ინტერნეტის სადენის მიღება (Standart Ethernet– 10 მბ/წმ, Fast Ethernet – 100 მბ/წმ, Gigabit Ethernet -1000 მბ/წმ ).

Switch – მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება ლოკალური ქსელის დაყენებისთვის. მისი დანიშნულებაა გააერთიანოს რამოდენიმე კომპიუტერი ერთ ქსელში

Router – როუტერი არის მოწყობილობა, რომლის საშუალებით შეიძლება რამდენიმე ლოკალური ქსელი დაუკავშირდეს ერთმანეთს და ასევე გარე (WAN, Internet) ქსელს არსებობს როუტერები, რომელთაც შეუძლიათ უკაბელოდ ინტერნეტის მიწოდება(რადიო ტალღების საშუალებით) მათWireless Router-ბი ეწოდება, არსებობს უკაბელო ინტერნეტის შემდეგი სტანდარტები a/b/g/n/ac

Wi-Fi Protected Access – WPA და WPA2– უკაბელო ინტერნეტის დაცვის სისტემა, ამ ტექნოლოგიით შესაძლებელია დაიცვათ თქვენი ინტერნეტი სხვა პირების სარგებლობისგან

SSID – Wi-Fi სიგნალზე მინიჭებული სახელწოდება, არსებობს უკაბელო როუტერები, რომლებსაც შეუძლიათ შექმნან რამდენიმე SSID, ეს ნიშნავს რომ ერთი უკაბელო როუტერის საშუალებით მომხმარებელს ექნება 2, 3 ან 4 სხვადასხვა Wi-Fi სიგნალი თითოეულისთვის ინდივიდუალური პაროლით

Repeater – უკაბელო როუტერის ფუნქცია, რომელიც საშუალებას იძლევა უკაბელო როუტერმა მიიღოს და გააძლიეროს Wi-Fi სიგნალი

USB მოდემი – USB პორტი უკაბელო როუტერზე, რომელზედაც შეგვიძლია დავაკავშიროთ პორტატული USB მოდემები და მივიღოთ ინტერნეტი იქაც კი, სადაც არ არის ხელმისაწვდომი სტანდარტული Wi-Fi კავშირი

Parental Control – კონტროლის საშუალება უკაბელო როუტერებში, რომელიც გულისხმობს – ტრაფიკის კონტროლს, კონტენტის კონტროლს, წვდომის კონტროლს

DP პორტი – Display Port – პორტი, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია გადავიტანოთ ხმა და გამოსახულება, მაღალი რეზოლუციითა და მაღალი სიხშირით

VA to Watts – VA-ის ერთეულის გადასაყვანად Watt ერთეულებში, საჭიროა, VA მაჩვენებელი გავამრავლოთ 0.654-ზე და მიღებული მაჩვენებელი იქნება ის, თუ რამდენ ვატ ენერგიას მოიხმარს (სჭირდება) ესე თუ ის ტექნიკა ან აკუმულატორი

USB Storage – შემნახველი პორტი უკაბელო როუტერებში, რომელიც შესაძლებელია გამოვიყენოთ, როგორც სასურველი ინფორმაციის გაზიარების საშუალება იმ კომპიუტერებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია მოცემულ Wi-Fi ქსელთან

Wi-Fi Protected Setup – WPS – ღილაკი უკაბელო როუტერზე, რომელზე დაჭერითაც შეგიძლიათ გამოიყენოთ WPA და WPA2 დაცვის სისტემები და დაადოთ პაროლი თქვენს უკაბელო როუტერს

WAN-როუტერის ქსელური პორტი, რომელიც განკუთვნილია გარე (სხვა) ქსელის შესაერთებლად

PCI– დედადაფაზე არსებული სპეციალური სლოტი.სადაც შეიძლება მოვათავსოთ – ქსელის დაფა, მოდემი, ხმის დაფა და ა.შ.

Rj-45– კომპიუტერის ქსელთან დამაკავშირებელი პორტი, რისი საშუალებითაც შეგვიძლია ერთმანეთს დავუკავშიროთ კომპიუტერები, იგივე დასახელების, სპეციალური კაბელის საშუალებით

VGA – D-Sub – ვიდეო დაფის პორტი, საიდანაც ანალოგური ვიდეო სიგნალი გამოდის და შედის. მისი საშუალებით შესაძლებელია ერთმანეთს დავუკავშიროთ ნოუთბუქი (არა მარტო) და LCD ტელევიზორი, მონიტორი, პროექტორი.

DVI – Digital Visual Interface – ვიდეო დაფის პორტი, სადაც ციფრული ვიდეო სიგნალი შედის და გამოდის. VGA პორტისგან განსხავებით მას შეუძლია მოწყობილობას მიაწოდოს უფრო ზუსტი და მაღალი (ციფრული) გარჩევადობის სიგნალი

HDMI – High Definition Multimedia Interface – პორტი, რომლის საშუალებითაც გადადის ციფრული აუდიო-ვიდეო სიგნალი უდანაკარგოდ

USB – Universal Serial Bus – უნივერსალური მაღალსიჩქარიანი პორტი, სადაც შეიძლება ნებისმიერი მოწყობილობის შეერთება, რომელთაც ეს პორტი გააჩნიათ(მაგ: პრინტერი, სკანერი, მეხსიერების ბარათი და სხვა). გვხვდება, USB 2.0, USB 3.0, USB 3.1

USB TYPE-A-B-C – TYPE-A ტრადიციული USB თავით, რომელიც გამოყენებულია როგორც ფლეშ მეხსიერებებში, ასევე კომპიუტერის სხვადასხვა მოწყობილობებში, TYPE-B მრგვალი ფორმის USB თავით, რომელიც გამოიყენება უმეტესწილად პრიტერებში, TYPE-C, თანამედროვე ტიპის USB, რომელიც საშუალებას იძლევა პორტმა გაატაროს 100 ვატის ექვივალენტი ელექტრო ენერგია და შესაძლებელია როგორც მიერთებული ტექნიკის დამუხტვა, ასევე ამ უკანასკნელით პირიქით იგივეს შესრულება

Thunderbolt – 40 Gb/s სიჩქარის ინფორმაციის გადამტანი პორტი, რომელსაც შეუძლია როგორც ინფორმაციის გადატანა ფაილების სახით, ასევე მათი გაშვება ტელევიზორის ეკრანზე (მაგალითად: 4K რეზოლუციის ფილმის გაშვება)

ODD – Optical Disc Drive – CD, DVD ან Blueray წამკითხველი. შეიძლება მისი საშუალებით ჩაიწეროს ინფორმაცია იგივე სახეობის დისკებზე თუ მითითებული აქვს აბრევიატურა RW (Rewrite). მისი ტექნიკური მხარე ძირითადად განისაზღვრება მონაცემების ჩაწერის და წაკითხვის სისწრაფით

Card Reader – მეხსიერების ბარათების წამკითხველი, აქ შეიძლება მოთავსდეს ერთი ან რამოდენიმე სახეობის მეხსიერების ბარათი, შესაბამისად შეიძლება მათგან ინფორმაციის გადაწერა კომპიუტერში, ასევე კომპიუტერიდან ჩაწერა მათში. MS, MS PRO, MMC, M2, SD, XD, PRO, PRO DUO მეხსიერების ბარათების სახეობებია

ჭავლური პრინტერი – პრინტერები, რომლებიც ფურცლებზე ბეჭდვის დროს იყენებენ მელანს

ლაზერული პრინტერი – პრინტერები, რომლებიც ფურცლებზე ბეჭდვის დროს იყენებენ ფხვნილს

ფურცლის წონა – პრინტერებთან მუშაობის დროს მნიშვნელობა აქვს ფურცლის წონას, თუ წონა აჭარბებს პრინტერის ქარხნული მახასიათებლების შესაბამის მაჩვენებელს, პრინტერი ვერ შეძლებს მის ამობეჭდვას

სკანირება – ინფორმაციის გადატანა ფურცლიდან (და არა მარტო) კომპიუტერში

კოპირება – არსებული ინფორმაციის ასლის შექმნა

ბეჭდვის ყოველთვიური რესურსი – მაქსიმალური რაოდენობა იმ ფურცლებისა , რომელთა ამობეჭდვას შეუძლია პრინტერს ერთ კალენდარულ თვეში

ბეჭდვის რეკომენდებული რესურსი – ერთ დამუხტვაზე/შევსებაზე რამდენი ფურცლის ამობეჭდვის შესაძლებლობა აქვს პრინტერს

Duplex – პრინტერის ფუნქცია, ამობეჭდოს ინფორმაცია ფურცლის ორივე მხარეს

Ppm–  ბეჭდვის სიჩქარის აღმნიშვნელი ერთეული (Page Per Minute , გვერდი ერთ წუთში)

DPI- Dot Per Inch – წერტილების რაოდენობა ერთ ინჩზე.რაც უფრო მეტი წერტილი იქნება ერთ ინჩზე, მით უფრო კარგი იქნებაამობეჭდილი ან კომპიუტერში გადატანილი ფაილის გამოსახულების ხარისხი

MFU– მრავალფუნქციური პრინტერი, ე.წ. კომბაინი, რომელიც ითავსებს ბეჭდვის, ფაქსის, კოპირების და სკანირების ფუნქციას

მასშტაბირება – პრინტერებისა და კომბაინების ფუნქცია შეამცირონ ან გაზარდონ გამოყენებული ფაილის მასშტაბი

CMYK– ფერთა გამის 4 ფერიანი სისტემა პრინტერებსა და კომბაინებში.აღნიშნული აბრევიატურიდან CMYK შესაბამისად ნიშნავს Cyan-ცისფერიMagenta-მეწამულიYellow-ყვითელი და Black-შავი

ePrint – ტექნოლოგია HP – ს პრინტერებისთვის. რომლის საშუალებითაც შესაძლებელია პრინტერის, ელ-ფოსტის საშუალებით HP-ს სპეციალურ ვებ გვერდზე დარეგისტრირება. რეგისტრაციის შემდედ, თქვენ შეგიძლიათ ინფორმაციის გაგზავნა ამავე მისამართზე, რასაც პრინტერი ავტომატურად დაბეჭდავს.

Air Print – არის Apple – ს ოპერაციული სისტემის კომპონენტი, რომლის მეშვეობით ხდება iPhone, iPad -ის და სხვა Apples მოწყობილობების უკაბელოდ კავშირი ზოგიერთი ტიპის პრინტერთან

ფურცლის ზომები (ჩამოთვლილია ზრდადობის მიხედვით – მარცხნიდან მარჯვნივ) – B5, B4, A6, A5, A4, A3, A3+

 

Leave a Reply